საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დუმილით უპასუხა საქართველოს მზაობას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ ადმინისტრაციასთან ვერ შემდგარი კომუნიკაცია და დუმილი, როგორც ქართველ ხალხში, ისე მმართველ გუნდში, გაკვირვებას იწვევს. პრემიერ-მინისტრი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის წინაღობად, ე. წოდებული „დიფ სთეითის“ გავლენებს ასახელებს და დონალდ ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებას უსურვებს.