სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავლენ - Palitra News

სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავლენ

2025-05-13 16:37:36+04:00

სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავლენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში ჩავლენ, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.