პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო - Palitra News

პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო

2025-05-13 15:29:21+04:00

პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო, - უცხოური მედიის ცნობით, პარიზის სასამართლომ ფრანგი მსახიობი 2021 წელს, ფილმის გადასაღებ მოედანზე, ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.სასამართლო პროცესის განმავლობაში მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო მისი ადვოკატი მათ მოხსნას მოითხოვდა.