ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ინიციატივა და ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო გზავნილები რუსეთის პრეზიდენტს - უკრაინის ლიდერი თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს, პუტინი კი ამ ინიციატივაზე პასუხის გაცემისგან კვლავ თავს იკავებს. ამავდროულად, ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ თუკი პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება, საერთაშორისო სანქციების ქვეშ კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მკაცრად მოექცევა. რუსეთი ევროპელების გაფრთხილებას ულტიმატუმის ენას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ტონით მათთან საუბარი დაუშვებელია - კიდევ რას აცხადებენ უცხოელი ლიდერებს და შედგება თუ არა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედა.