„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს სამივე მოსმენით დღევანდელ პლემარულ სხდომაზე მიიღებს. საპარლამენტო უნრავლესობამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ასევე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე განიხილა და დაახლოებით 1 საათში კენჭსაც უყრის. მმართველი პარტია ამ ცვლილებებს ოპოზიციური ველის გაჯანსაღებით ხსნის, ხოლო ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რეპრესიულს უწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებენ.