იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 17%-ით, ხოლო რეექსპორტი გაიზარდა 721%-ით - Palitra News

იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 17%-ით, ხოლო რეექსპორტი გაიზარდა 721%-ით

2025-05-13 13:43:17+04:00

იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 17%-ით, ხოლო რეექსპორტი გაიზარდა 721%-ით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოში დაახლოებით 748 ათასი დოლარის წყლის ტრანსპორტი შემოვიდა, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში 639 ათასი დოლარის. საინტერესოა, რომ ქვეყანაში შემოტანილი წყლის მცურავი საშუალებები თითქმის სრულად რეექსპორტზე გავიდა. მიმდინარე წლის 3 თვეში ქვეყნიდან 519 ათასი დოლარის ღირებულების წყლის ტრანსპორტი გავიდა, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში მხოლო 63 ათასი დოლარის. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ღირებულების იახტა და წყალზე მოცურავი საშუალება შემოვიდა აშშ-დან. ამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 80% მოდის. იმპორტის თვალსაზრისით შემდეგ პოზიციაზეა გერმანია, მას მოსდევს ბელგია და რუმინეთი. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წელს, იანვარ-მარტში საქართველოდან წყლის ტრანსპორტის ექსპორტი, უფრო ზუსტად კი რეექსპორტი განხორციელდა. არ გაგიკვირებათ თუ გეტყვით, რო ავტომობილების რეექსპორტის მსგავსად ესენია ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ყირგიზეთი. ანუ ქვეყნები სადაც მარტივად არის შესაძლებელი რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდება.