ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 3-დღიანი კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების პროცესში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.