30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღდგენის შესაძლებლობად აფასებს რუსეთის ფედერაცია - აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთი 30-დღიან ზავს მხოლოდ იმ მიზნით ითხოვს, რომ ოფიციალურ კიევს შესვენებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობა მიეცეს. პარალელურად, პუტინს აღნიშნულ ინიციატივაზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ ევროპელი ლიდერები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განმარტეს, რომ რუსეთის ფედერაციას მასიური საერთაშორისო სანქციები დაემუქრება.