დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა - Palitra News

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

2025-05-12 21:02:52+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში 13 მაისს ჩავა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

საუდის არაბეთის შემდეგ დონალდ ტრამპი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი 15 მაისს დასრულდება.