ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო - Palitra News

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო

2025-05-10 12:54:18+04:00

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას წინ უსწრებდა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა გაიარეს. ორთვიანი მომზადების პერიოდში რეკრუტებმა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. გაიარეს პირველადი დახმარების კურსი, საცეცხლე, ტაქტიკური, სამწყობრო მომზადება და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული კურსები. ჯარისკაცები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში გადანაწილდებიან.