რუსეთი 9 მაისის დღეს აღნიშნავს. კრემლის ინფორმაციით, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მარშს 13 ქვეყნის სამხედრო პერსონალი გამართავს. კრემლის გათვლებით, ღონისძიებას 29 ქვეყნის ლიდერი უნდა დასწრებოდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლაზე მოგვიანებით უარი განაცხადეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც. როგორ მიმდინარეობს 9 მაისის დღე მოსკოვში, რას ამბობენ ლიდერები, რომლებიც ღონისძიებას ესწრებიან?!