კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ოტავა ზედმეტად დიდხანს იყო დამოკიდებული აშშ-ზე, ახლა კი სურს, გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმავოს. მისი თქმით, აშშ-კანადის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული იყო, მას შემდეგ, რაც ტრამპმა კანადის ავტომობილების, ალუმინისა და ფოლადის ინდუსტრიაზე ტარიფები დააწესა. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, ტრამპისა და კარნის შეხვედრა კარგად წარიმართა, რადგან აშშ-კანადის ურთიერთობების „ახალ დასაწყისზე“ ორივემ თანხმობა განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნა, რომ ტარიფებმა კანადაში ფართო შეშფოთება გამოიწვია.