შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI აქტზე“ - ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა - როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო გადაეწყვიტა, დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც - Palitra News

შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI აქტზე“ - ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა - როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო გადაეწყვიტა, დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც

2025-05-08 15:14:49+04:00

,,მეგობარი აქტის’’ ძალაში შესვლამდე, კანონპროექტი ჯერ სენატმა უნდა განიხილოს, შემდეგ კი დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას ,,დიფ სთეითის’’ გავლენები აფერხებს. მათი შეფასებით, “MEGOBARI აქტი მტრული დოკუმენტია, რომელიც ასევე დიფ სთეითის გავლენების გამოძახილია. საინფორმაციო ხმაურის შექმნა, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირველი გზავნილი ქართულ ოცნებას?! ვის რა პოზიცია აქვს მოსალოდნელ სანქციებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.