ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - Palitra News

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

2025-05-08 12:34:02+04:00

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები შესაძლო დამატებითი გაშვების საჭიროებისთვის დაკვირვებას აძლიერებენ და სრულ მზადყოფნას ინარჩუნებენ, ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას აშშ-სა და იაპონიას კი აქტიურად უზიარებენ. ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი საგაზაფხულო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.