ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს - Palitra News

ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს

2025-05-08 09:24:44+04:00

ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს. - სიქსტის კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების ორი-მესამედი ვერ მოაგროვა. ამგვარად, კარდინალები სიქსტის კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდნენ, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული. კარდინალები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია ეკრძალებათ. მათ არ აქვთ ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე წვდომა. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.