სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის, ნიკა ბასილაძის საქმეზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს - Palitra News

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის, ნიკა ბასილაძის საქმეზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს

2025-05-07 12:16:58+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის, ნიკა ბასილაძის საქმეზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს. უწყებაში განმარტავენ, რომ საპატიმროში ნიკა ბასილაძეზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, ყოფილ პატიმართან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამტკიცებს, რომ პატიმარმა ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, დაკარგა გონება, ვარდნის შედეგად, მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. მათი თქმით, ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით. ოჯახის ამტკიცებს, რომ პატიმარი მძიმე დაზიანებებით, საპატიმროდან დაზიანებით ჯერ კლინიკა "ვივამედში" მოხვდა, ახლა კი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და საუბარი უჭირს.