აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარ აქტს“ 349 ხმით მხარი დაუჭირა. წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მეგობარი აქტი, რომელიც მათ შორის სანქციებსაც ითვალისწინებს, პასუხია ყველა იმ ანდტიდემოკრატიულ ნაბიჯზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა. კრიტიკის მთავარი სამიზნე მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტს საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან.