ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქი დაბომბა, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა იემენზე სარაკეტო იერიშები ვაშინგტონთან კოორდინაციით განახორციელა. “ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა. “ჰუსიტების” სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.