საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, საჯარო მოხელეები, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იქნებიან წარმოდგენილი.