როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები?! აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევსს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა. უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. ვოლოდიმის ზელენკის შეფასებით, თუ ზეწოლა არ გაიზრდება, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის დასასრულებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.