აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. დოკუმენტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. „მეგობარი აქტის“ ინიციატორების თქმით, დოკუმენტი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. რა მოლოდინი აქვთ საქართველოში?