BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით რეზერვისტების გამოძახება დაიწყო - Palitra News

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით რეზერვისტების გამოძახება დაიწყო

2025-05-05 09:40:34+04:00

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით რეზერვისტების გამოძახება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნებისა და ჰამასის მებრძოლების დამარცხების მიზნით ზეწოლას ზრდიან. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სივრცეში. მანამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაამტკიცა.