კონკურსის „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ - Palitra News

კონკურსის „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

2025-05-05 09:36:32+04:00

კონკურსის „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს. სააგენტოს ინიციატივით, პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება.