ევროპის დღე, ევროპის მოედანზე - საპროტესტო აქცია 9 მაისს დაიგეგმა. მარში პარლამენტთან დაიწყება, საბოლოოდ, დემონსტრანტები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. ,,ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ გზავნილების ირგვლივ გაერთიანებული მოქალაქეების სურვილია, ამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულება და მისწრაფება. როგორც ცნობილია, მარშს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.