ექნება თუ არა ,,მეგობარი აქტს’’ კონგრესისგან მხარდაჭერა?! - კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ორპარტიული კანონპროექტი, საქართველოს მოსახლეობისთვის გარკვეულ სიკეთეებთან ერთად, ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირებას გულისხმობს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მეგობარი აქტი, იქნება პირველი რეალური და ქმედითი ნაბიჯი, რომელსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ქართული ოცნების ანტიდასავლურ კურსზე საპასუხოდ გადადგამს. გახარია-საქართველოსთვის გუნდის წევრი ზვიად ძიძიგური ოფიციალურ ვაშინგტონში კანონპროექტის მიღების პროცედურებს განმარტავს და ამბობს, რომ ბიუროკრატიის მიუხედავად, მეგობარი აქტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საბოლოოდ ამოქმედდება.