„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქვეყანაში მედიაგარემოს შეფასების თაობაზე ანგარიში მოამზადა - Palitra News

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქვეყანაში მედიაგარემოს შეფასების თაობაზე ანგარიში მოამზადა

2025-05-03 20:44:31+04:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქვეყანაში მედიაგარემოს შეფასების თაობაზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიმართულებით 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და ქართული მედია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოწვევებით ხვდება.