იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების აქცია უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. როგორც ცნობილია, მოსამართლეების კონკრეტულმა ნაწილმა შენობა დატოვეს. დაკავებულების მშობლებმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.
მათი განცხადებით, აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეები უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა კონფერენცია იმართება. როგორც ცნობილია, კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიონ.