პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ  სხდომაზე 2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე განიხილეს - როგორ მიმდინარეობდა სხდომა - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ  სხდომაზე 2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე განიხილეს - როგორ მიმდინარეობდა სხდომა

2025-05-02 20:56:37+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე განიხილეს. კომისიის წევრებმა დაღუპული ახალგაზრდების მშობლებს, მიხეილ ართმელაძესა და ოთარ სურმანიძეს მოუსმინეს. ოჯახის წევრების განცხადებით, მათი შვილები უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ მოკლა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საბოლოო მიზანია, რომ მომზადდეს დასკვნა, რომლის საფუძველზეც „ნაცონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკურ პროცესებშიც კი ვერ ჩაერთვებიან.