„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით 9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია დაანონსდა. ორგანიზატორების განცხადებაში აღინიშნება, რომ ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან. ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება, ინფორმაციის თანახმად, აქცია 19:00 საათზე დაიწყება.