როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები?! - ოპოზიციური პარტიები სანქციების მასშტაბის გაზრდას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ,,მეგობარი აქტი’’ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ი საკანონმდებლო დონეზე სანქციების პოლიტიკას დააწესებს. კონგრესში დაგეგმილ განხილვაზე საუბრობს მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქცენტს იმ საპასუხო ნაბიჯებზე აკეთებენ, რომელსაც საქართველოში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ ოფიციალური ვაშინგტონი გადადგამს.