კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, შესაძლოა, აშშ-ს მომავალ კვირას ეწვიოს - ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს და აცხადებს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი ურთიერთობა ექნება. შეხვედრის დაგეგმვამდე კარნი ხშირად აღნიშნავდა, რომ დონალდ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გეგმავს. აშშ-ის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი გახდება, რაც თავის მხრივ კანადის პრემიერმა უარყო და ცალსახად განმარტა, რომ მსგავსი სცენარი არასდროს განვითარდება.