სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლა როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა ICAO-ს - Palitra News

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლა როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა ICAO-ს

2025-05-01 15:49:28+04:00

30 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისი „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შესრულდება. რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენებს ქართული მხარე უკანონოს უწოდებს.