პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვენ. საპროტექსტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 12-ვე პირს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.