ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა - Palitra News

ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა

2025-05-01 13:52:57+04:00

ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. უელინგტონში საფრთხის უმაღლესი წითელი დონე გამოცხადდა. 24-საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უელინგტონის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.