ახალი საპარლამენტო არჩევნები, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირება - ეს ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში ასახული გზავნილების მცირე ჩამონათვალია. ოპოზიციას მიღებული რეზოლუცია არ უკვირს, თუმცა დარწმუნებული არიან რომ ქართული ოცნება არც ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პარტნიორების მხრიდან ოცნების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ყველა პასუხისმგებელი პირი დასანქცირდება.