რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება - Palitra News

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

2025-05-01 09:16:50+04:00

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისი „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შესრულდება. პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებია. სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.