ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება - კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა - Palitra News

ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება - კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა

2025-04-30 20:42:55+04:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოსცა განკარგულება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენას. აღნიშნულ ცვლილებებს უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ძლიერი საქართველოს“ წევრმა და ცესკო-ს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ ცვლილებებით აღიარა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი.