პარლამენტის დროებით საგამოძოებო კომისიის მე-19 სხდომა ფოტოგრაფების საქმეს დაეთმო. კომისიის წევრებმა გიორგი აბდალაძეს, ასევე ირაკლი და ნათია გედენიძეებს მოუსმინეს. მათი თქმით, 14 წლის წინ, ისინი ჯაშუშობის ბრალდებით უსაფუძვლოდ დააკავეს და წამების ფონზე აღიარებინეს დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. კომისიაზე დაბარებულმა პირებმა დეტალურად გაიხსენეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა და ასევე, იმ დროს გლდანის ციხეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კიდევ რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ საგამოძებო კომისიას?