ალექსანდრე დარახველიძე - უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - Palitra News

ალექსანდრე დარახველიძე - უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია

2025-04-30 15:52:32+04:00

საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გაავცელა. მისი განმარტებით, ზუსტი ციფრის დადგენა რთულია, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დარახველიძემ უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება.