ირაკლი გედენიძე - იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვი-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო - Palitra News

ირაკლი გედენიძე - იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვი-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო

2025-04-30 15:41:03+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძოებო კომისიის მე-19 სხდომა ფოტოგრაფების საქმეს ეთმობა. კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს გიორგი აბდალაძეს, ამ წუთებში საქმის დეტალებზე ირაკლი გედენიძე საუბრობს. ფოტორეპორტიორების თქმით, 14 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ჯაშუშობის ბრალდებით უსაფუძვლოდ დააკავეს და წამების ფონზე აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. კომისიაზე დაბარებულმა პირებმა დეტალურად გაიხსენეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა და ისაუბრეს გლდანის ციხეში წინახელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზე. კიდევ რა ინფორმაცია მიწოდეს ფოტორეპორტიორებმა საგამოძებო კომისიას.