ვინ გეგმავდა საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას?! - რა წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში - Palitra News

ვინ გეგმავდა საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას?! - რა წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში

2025-04-30 12:25:52+04:00

ვინ გეგმავდა საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას?! – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, კონკრეტული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, პროვოკაციების მოწყობასა და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას გეგმავდნენ. სუს-ის ცნობით, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარკვეული ჯგუფების მოქმედებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით იმართებოდა.