მეხანძრე-მაშველების მიერ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა - Palitra News

მეხანძრე-მაშველების მიერ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა

2025-04-30 12:19:39+04:00

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი დაახლოებით დილის 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი იყო განთავსებული. მეხანძრე-მაშველების მიერ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.