„საქსტატი“ - 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 9.0%-ით გაიზარდა - Palitra News

„საქსტატი“ - 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 9.0%-ით გაიზარდა

2025-04-30 11:36:24+04:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.