სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლების ჩხრეკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და იურისტები პოლიტიკურ რეპრესიებად და მოქალაქეების დაშინების მორიგი მცდელობად აფასებენ - Palitra News

სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლების ჩხრეკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და იურისტები პოლიტიკურ რეპრესიებად და მოქალაქეების დაშინების მორიგი მცდელობად აფასებენ

2025-04-30 09:35:21+04:00

პროკურატურის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლების ჩხრეკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და იურისტები პოლიტიკურ რეპრესიებად და მოქალაქეების დაშინების მორიგი მცდელობად აფასებენ. მათი თქმით, ხელისუფლება კრიტიკული ხმების დათრგუნვასა და სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობას ცდილობს. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, უზრუნველყოფდნენ პროცესების გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.