1. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე დაახლოებით, დილის 6 საათზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.