მსოფლიო ლიდერები კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის და მის “ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ - Palitra News

მსოფლიო ლიდერები კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის და მის “ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

2025-04-29 20:37:33+04:00

მსოფლიო ლიდერები კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის და მის “ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საკითხებში კარნის ლიდერობას მიესალმებიან. არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც. მარკ რუტე აცხადებს, რომ კანადა ნატო-ს ღირებული წევრია და მოუთმენლად ელის მარკ კარნისთან მუშაობას კიდევ უფრო ძლიერი და სამართლიანი ალიანსის შესაქმნელად.