დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაყინვა და გადაიხედება თუ არა სავაჭრო შეთანხმება - როგორ ეხმაურებიან მარტა კოსის გზავნილებს პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით - Palitra News

დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაყინვა და გადაიხედება თუ არა სავაჭრო შეთანხმება - როგორ ეხმაურებიან მარტა კოსის გზავნილებს პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით

2025-04-29 20:33:26+04:00

დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაყინვა და გადაიხედება თუ არა სავაჭრო შეთანხმება? ევროკომისარი გაფართოების საკითხებში აღნიშნავს, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ბრიუსელი განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებს. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, მარტა კოსმა არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კონტაქტების აღდგენა გამორიცხა. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან, თუმცა, მათივე შეფასებით, ამის ინიციატივა ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს უკუსვლაზე მიუთითებენ და ამაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. როგორ ეხმაურებიან მარტა კოსის გზავნილებს პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით?