დღეს დილიდან, ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ. ამასთანავე, საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლის საცხოვრებელ ბინაშიც ჩატარდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების საწინააღმდეგო საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას. ოპოზიციასა და მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური რეპრესიებისა და დაშინების მორიგი მაგალითია. უფრო დეტალურად, რა ხდებოდა ადგილზე და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?