,,ქართული ოცნება’’ პარტიის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება - რას აცხადებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები - Palitra News

,,ქართული ოცნება’’ პარტიის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება - რას აცხადებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები

2025-04-29 15:28:32+04:00

,,ქართული ოცნება’’ პარტიის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. – პროცედურის მიხედვით, ჯერ რეგიონული კონფერენციები უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. მმართველი გუნდი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში მცირედ ცვლილებებსაც აანონსებს. ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების’’ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტროში გეგმავს.