გასულ წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა თითქმის 20%-ით არის შემცირებული. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციიდან
ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მარტში jobs.ge-ზე 6 165 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თვის ჭრილში მართალია 10.3%-იანი ზრდა არის, მაგრამ წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 17.7%-ით არის შემცირებული.
ამასთანავე, წლიურად შემცირების ტენდენციით ხასიათდება ამ წლის 4 თვის მონაცემებიც. მაგალითად, 2025 წლის იანვარ-მარტში კომპანიების მიერ გამოცხადდა 17 886 ვაკანსია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15.7%-იან კლებაზე მიანიშნებს. კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყენებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შარშანდელთან შედარებით შემცირებულია ვაკანსიები ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში - 4.6%-ით, ასევე ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში - 10.7%-ით და გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში -15.6%-ით